გაკვეთილის მთავარი თემა
|
გაკვეთილის გეგმა განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
მიმართულებებისა და რეკომენდებული შინაარსის მიხედვით.
თემა:
ზედსართავი სახელი.
·
რა მეტყველების ნაწილები იცით;
·
რა არის ზედსართავი სახელი;
·
რას დაერთვის ზედსართავი სახელი.
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური, V
კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა 27 მოსწავლე.
განსაკუთრებულ მიდგომას არ საჭიროებს არცერთი მოსწავლე. ჩამორჩენილი
ბავშვები, რომლებისთვისაც მიუღებელია სწავლების ჩვეულებრივი ტემპი არ მყავს.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ახალი მასალა მოსწავლეებს ელექტრონული სახით მიეწოდებათ. გამოყენებული
იქნება Power Point-ის
პროგრამა, რაც გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს აღნიშნული საკითხის მიმართ და გაუადვილებს
მასალის ათვისებას. ეს საკითხი დაეხმარება მოსწავლეებს მომდევნო საკითხებზე დინამიურად
გადასვლაში და წინარე ცოდნის უკეთ გამოყენებაში. მაგ: მოსწავლე იოლად განსაზღვრავს
ზედსართავი სახელის ადგილს წინადადებაში, შეადარებს და განასხვავებს საგნებს ერთმანეთისგან,
შეადგენს რთულ წინადადებებს და ა.შ.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები შეისწავლიან ზედსართავი სახელის განმარტებას, მის კატეგორიებს
- შედარების ხარისხებს, მათ წარმოებას, თავისებურებებს, გამონაკლისებს, მათ სწორ
გამოყენებას წინადადებაში, საგანთა შედარება-განსხვავებას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ
მარაგს, მათი მეტყველება და წერა გახდება უფრო მრავალფეროვანი. მოსწავლეებს განუვითარდებათ
დამახსოვრების სხვადასხვა უნარები და ხერხები. მოსწავლეები მოახდენენ ზედსართავი
სახელების კონტექსტში სწორ გამოყენებას. შეადარებენ ერთმანეთს მშობლიური და უცხოური
ენების გრამატიკულ მოვლენებს - რითი ჰგავს და რა განსხვავებაა მათ შორის. გამოიყენებენ
სხვადასხვა კლასიფიკაციებს და სტრუქტურულ მოდელებს.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლემ უნდა იცოდეს ენის სტრუქტურა, რა არის მორფოლოგია, მეტყველების
ნაწილები, რა არის არსებითი სახელი. მარტივად აღწეროს რომელიმე საგანი.
|
შეფასების საგანი და კრიტერიუმები
|
ახალი მასალის ახსნის შემდეგ მოვახდენ მოსწავლეების გამოკითხვას კითხვების
დასმის მეშვეობით. ამის შემდეგ ტესტური დავალების საშუალებით მოვახდენ მოსწავლეთა
შეფასებას.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული გრიფირებული სახელმძღვანელო
English World 3, Macmillan, კომპიუტერული საპრეზენტაციო პროგრამა Power Point
2010, კომპიუტერი და პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
1. გამოწვევა:
შეკითხვების დასმით გამოვარკვევ რა მეტყველების ნაწილები იციან მშობლიურ ენაზე. კონკრეტულად:
რა არის ზედსართავი სახელი, რას გამოხატავს ის და რისთვის გამოიყენება.
2. ახალი
მასალის ახსნა: საპრეზენტაციო პროგრამით, კერძოდ სლაიდ შოუს გამოყენებით ავხსნი ახალ
მასალას.
3. სლაიდ
შოუს დასრულების სემდეგ, ანუ მასალის ახსნის შემდეგ, შეკითხვების დასმით გავარკვევ
როგორ აითვისეს მოსწავლეებმა ახალი მასალა.
4. გაერთიანება-განმტკიცება:
მოსწავლეებს მოვცემ ტესტურ დავალებას, რომელსაც გაკვეთილზე დამოუკიდებლად შეასრულებენ
და ტესტების შედეგების მიხედვით მოვახდენ მათ შეფასებას.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий